Wednesday, May 11, 2016

ბურთის მიღება გადაცემა ადგილზე და მოძრაობაში



გაკვეთილის მთავარი თემა
ბურთის მიღება გადაცემა ადგილზე და მოძრაობაში
სწავლის საფეხური
მერვე კლასი
მოსწავლის პროფილი
26 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა აქტუალობა
მოსწავლე შეძლებს მოძრაობაში ბურთის მიღება დამუშავებას
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
გაკვეთილის მიზანია მოსწავლემ შეძლოს ბურთის მიღება დამუშავება და პასის მიწოდება როგორც ადგილზე ასვე მოძრაობაში მათ უნდა შეძლონ შესწავლილი მასალა გამოიყენონ სასწავლო თამაშის დროს.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან ბურთის აკენწვლა ბურთით მოძრაობა კარში დარტყმა
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის საშუალებით
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
დარბაზი ბურთები, კარები, ლეპტოპი, პროექტორი.
გაკვეთილის მსვლელობა
                საორგანიზაციო საკითხები 2 წთ
                ა ფაზა გამოწვევა (15 წთ)
მასწავლებელი კლასს ყოფს 3 ჯგუფად ჯგუფების დაყოფა ხდება შემთხვევითობის პრინციპით
ჯგუფები დგანან წრეზე დაშორება 3-5 მეტრი აქვთ თითო-თითო ბურთი და აწოდებენ ბურთს მის წინ ან გვერდზე მყოფ მოსწავლეს ბურთი ტრიალებს წრეზე და ყველა ბავშვი  იღებს მონაწილეობას
               ბ ფაზა-შინაარსის რეალიზება  (22 წთ)
სამივე ჯგუფის თითო მოსწავლე დგება ცალკე მის წინ სათითაოდ  ჩაირბენენ მისი ჯგუფის წევრები ის აწოდებს მათ პასს ისინი იღებენ ამუშავებენ და უბრუნებენ მას ბურთს ბურთის მიმწოდებელი მოსწავლეები იცვლ,ებიან
              მასწავლებელიც მთლიანად არის ჩართული სასწავლო პროცესში ის მიდის თითოეულ ჯგუფთან იღებს ბურთს მის წინ სათითაოდ ჩაირბენენ იმ  ჯგუფის მოსწავლეები რომლის წინაც დგას ის მათ სათითაოდ აწოდებს მათ ბურთს ისინი იღებენ ამუშავებენ და უბრუნებენ მას ბურთს
              ც ფაზა გამთლიანება (6 წთ)
ბავშვებს ვაჩვენებ სლაიდს ვუტარებ ინტერაქტიურ ლექციას და ვაჯამებ გაკვეთილს.
    

No comments:

Post a Comment